მსოფლიოში ცნობილი კათოლიკე მონაზონი დედა ტერეზა რომმის კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კანონიზაციის საზეიმო ცერემონია წმინდა პეტრეს მოედანზე შედგა. მესას, რომელიც პაპმა ფრანცისკ პირველმა აღავლინა, 100 ათასამდე მორწმუნე დაესწრო.
ანიეზა გონჯე ბოიაჯიუ 1910 წლის 26 აგვისტოს ალბანეთში დაიბადა. 18 წლის ასაკში ის ირლანდიაში გაემგზავრა და მონაზვნის ორდენი მიიღო. 1931 წელს მან საეკლესიო სახელად ტერეზა აირჩია. ამის შემდეგ 20 წლის განმავლობაში კალკუტის დედათა მონასტერში ასწავლიდა. აქვე დააარსა მან სამონაზვნო კონგრეგაცია „სიყვარულის მისიონერი დები“ და გაჭირვებულებსა და ავადმყოფებს ეხმარებოდა. მისი თაოსნობით გაიხსნა სკოლები, თავშესაფრები და საავადმყოფოები.
1979 წელს დედა ტერეზა ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 88 წლის ასაკში ის კალკუტაში 1997 წელს გარდაიცვალა.