აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღიარებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემამ აზერბაიჯანის ბიუჯეტი სერიოზულად დააზარალა.
„ნავთობით მიღებული შემოსავალი შემცირდა. ეს რეალობაა. ნავთობი 3-4-ჯერ გაიაფდა და შესაბამისად იკლო ჩვენმა სავალუტო შემოსავლებმაც, მაგრამ აზერბაიჯანს ამ კრიზისის გადატანა შეუძლია,“-აღნიშნა ილჰამ ალიევმა.