თუ რუსეთი აღმოასვლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შეტანას შეეცდება, დასავლეთმა უკრაინა შესაძლოა ლეტალური იარაღით მოამარაგოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
მანამდე უკრაინის შს მინისტრის მოადგილის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა არ გამორიცხა, რომ აშშ პრეზიდენტად ჰილარი კლინტონის არჩევის შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უკრაინა ლეტალური იარაღით მოამარაგოს.