სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და შეერთებული შტატების შეთანხმების ალბათობას ობამა სკეპტიკურად უყურებს. ამის შესახებ მან ჩინეთში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, სირიის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და მოსკოვს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკება არ უნდა გაგრძელდეს.