ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანელებისთვის ადვილი გადასატანი არ იქნება. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„მინდა ვუთხრა ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მათ არცთუ ისე ადვილი პერიოდი ელით, თუმცა პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი,“-აღნიშნა მეიმ "ენდრიუ მარას შუუში" სტუმრობისას.
საყოველთაო რეფერენდუმი ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარდა. ელექტორატის 51 პროცენტმა ხმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა.