დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს რეიტინგით პირველად გაუსწრო. წინასაარჩევნო გამოკითხვა სააგენტო როიტერმა და კომპანია Ipsos-მა ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგებით, ტრამპს ხმას რესპოდენტთა 40 პროცენტი აძლევს, კლინტონს კი 39 პროცენტის მხარდაჭერა აქვს.
გამოკითხვა 50-ვე შტატში 26 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ჩატარდა.