ჩეხეთს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ან საკონსულო ურთიერთობა დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან. ასე პასუხობს ოფიციალური პრაღა კიევის საპროტესტო ნოტას.
უკრაინული მხარის მწვავე რეაქცია ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში არაკომერციული ასოციაციის დაარსებას მოჰყვა, რომელმაც დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკასთან კავშირების გაღრმავებასა და დონეცკელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე უნდა იზრუნოს.
ასოციაციის ხელმძღვანელმა ნელა ლისკოვამ თავი დონეცკის საპატიო კონსულადაც გამოაცხადა, რის გამოც ჩეხეთის ხელისუფლებამ მისგან განმარტებები მოითხოვა.