მოსკოვზე ზეწოლა მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„უკრაინაში შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, გვაღელვებს. ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი მინსკის შეთანხმების პირობებს არ შესრულებს,“-აღნიშნა ბორის ჯონსონმა.