მექსიკის პოლიციამ კოკაინის მსხვილი პარტია ამოიღო. ნარკოტიკი ოახაკას სანაპიროდან 200 კილომეტრის დაშორებით ნავში იყო ჩატვირთული. არალეგალური ტვირთი პოლიციის ვეტმფრენმა შენიშნა.
პარალელურად ოპერაცია ქვემო კალიფორნიის შტატშიც ჩატარდა. პოლიციელებმა 850 კილოგრამი მარიხუანის კონფისკაცია მოახდინეს.