პაკისტანში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ მარდანის ცენტრალურ რაიონში აიფეთქა. ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის პოლიციელებიც არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.