აზიასა და აფრიკაში ზიკას ვირუსით შესაძლოა 2 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდეს. საგანგაშო პროგნოზს ჟურნალი Lancet Infectious Diseases აქვეყნებს. ეპიდემიის ყველაზე დიდი რისკი ინდოეთში, ინდონეზიასა და ნიგერიაშია. ვირუსი კატასტროფული სისწრაფით შეიძლება გავრცელდეს ფილიპინებში, ვიეტნამში, პაკისტანსა და ბანგლადეშში.
ზიკას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები უკვე მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გამოვლენილი.