ბრიტანულმა „დეილი მეილიმ“ დონალდ ტრამპის მეუღლეზე პიკანტური პუბლიკაცია საიტიდან წაშალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელანია ტრამპმა გამოცემას სასამართლოში უჩივლა და კომპენსაციის სახით 150 მილიონი დოლარი მოითხოვა.
„დეილი მეილის“ რედაქციამ მომხდართან დაკავშირებით განმარტებაც გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებული მასალები ჟურნალისტებმა სხვადასხვა წყაროებით მოიპოვეს და ისინი არ ამტკიცებდნენ, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეა. რედაქცია მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.