მოსკოვი ვაშინგტონის სანქციებს ეხმაურება. საგანგებო განცხადება კრემლის პრეს-მდივანმა გააკეთა.
„სანქციების რიტორიკას არაკონსტრუქციულად მივიჩნევთ, რადგანაც ვთვლით, რომ ეს პრობლემების გადაჭრას ხელს არ შეუწყობს, „-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
სანქციების სია ვაშინგტონმა რამდენიმე მსხვილი რუსული კომპანიით გაზარდა. ე.წ. შავ სიაში გაზპრომის შვილობილი კომპანიებიც მოხვდნენ.