საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები უკვე სლოვაკეთშია და 3 სექტემბერს დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება.
ილიას ზუროსის გუნდი ბრატისლავაში ვენის გავლით დღეს ჩავიდა და სასტრუმრო „ბრატისლავაში“ დაბინავდა.
დღესვე ნაკრებს პირველი ვარჯიში ქონდათ, რომელშიც მონაწილეობას 13-ივე კალათბურთელმა მიიღო.
სლოვაკეთთან პრინციპული მატჩისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს კიდევ ხვალინდელი დღე ექნება. მატჩი ადგილობრივი დროით 3 სექტემბერს, 18:00 საათზეა დაგეგმილი და მისი ტრანსლაცია არც ერთი ადგილობრივი ტელევიზიით არ იგეგმება.