სასამართლოდან გაქცეული პატიმრის და აცხადებს, რომ მის ძმას 2 თვით ტელეფონზე საუბრის უფლება ჰქონდა ჩამოსრთმეული. ”ინფო რუსთავს” მან ასევე განუცხადა, რომ მის ოჯახში სამართალდამცავები უკვე იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა პატიმრის გაქცევის შესახებ ინფორმაცია სასამართლოზე გაიგეს.
”გაქცევის შემდეგ ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონია. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მოსული და მოხდა სახლის დათვალიერება. ჩემს ძმაზე მარტო ერთის თქმა შემიძლია – ძალიან კარგი პიროვნებაა და გაქცევის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდა. ორი თვის განმავლობაში უბრალოდ დალაპარაკების გამო იყო დასჯილი, ტელეფონზე საუბრის უფლებაც არ ჰქონდა. ეს ორი თვე არც კი გვაგებინებდნენ ცოცხალი იყო თუ მკვდარი, ვერ ახერხებდა კონტაქტს, ვერც ვნახულობდით და ვერც ვიგებდით როგორ იყო. ეს გაასაჩივრა და ამაზე იყო სასამართლო დავა დანიშნული”, – განაცხადა პატიმრის დამ.
პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გუშინ გაიქცა. მისი ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.