შვეიცარიაში 206 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ცნობილი მაღალჩინოსნების, ფრანც ბეკენბაუერის, ვოლფგანგ ნირსბახის, ტეო ცვანციგერისა და ჰორსტ შმიდტის წინააღმდეგ აღიძრა. მათ ბრალი თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და სოლიდური თანხების მითვისებაში ედებათ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა გერმანიის საფეხბურთოკავშირი 6,7 მილიონი ევროთი აზარალეს.