დიახ, ჩვენ ვართ ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შეძლებს ქვეყანაში რეალური რეფორმების გატარებას და ქვეყნის წინსვლას,- ასე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ შეფასებებს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით.
,,ენმ-ის დღევანდელ ლიდერებს საერთოდ გააზრებულიც კი არ აქვთ შეცდომები და პრობლემები, რაც იყო დაშვებული თავის დროზე. მეტიც, ვფიქრობ, რომ კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, თუ ეს „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს. რაც შეეხება პირადად ჩემს საკითხს, დიახ მე ბევრი ლიდერისგან განსხვავებით, რომელიც „ნაციონალურ ნოძრაობაში“ დარჩა, ჩემი ხელებით მიკეთებია რეფორმები იუსტიციის სახლებში, სხვადასხვა რეფორმები. მაგალითად, დათო ბაქრაძე ერთადერთი, რითიც გამოირჩევა, ყოველთვის თავს არიდებს საჭირბოროტო, თუ პრობლემურ საკითხებზე საუბარს. მე არ ვიცი, ამ ადამიანს რა ფუნქცია აქვს ქვეყანაში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სხვადასხვა რეფორმებთან დაკავშირებით, თუ რეფორმები, იუსტიციის სახლების მშენებლობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური ზრდა, არის „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ მზად ვართ, ვთქვათ, რომ დიახ, ჩვენ ვართ ის „ახალი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შეძლებს ქვეყანაში რეალური რეფორმების გატარებას“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა
დღეს, მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ძირითად კონტურებად იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა. ,,უშალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი რაც შექმან, სადაც არიან ვაშაძე, კუბლაშვილი და ასე შემდგომ, იქვე შევიდა ბურჭულაძე. მე ვფიქრობ, რომ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის, სადაც ძირითადი ძალები სააკაშვილმა გააერთიანა. ვაშაძე ძლიან კარგად ვიცით, ბურჭულაძე და მისი ძალებიც გაიხსენეთ, რა განცხადებებს აკეთებდა, მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ ემთხვეოდა. მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ მთლიანად, რა განცხადებებს გააკეთებდა და დღესაც ნახეთ, გაერთიანება როგორი მოხდა. როდესაც მეკითხებოდნენ ბურჭულაძეზე, მუდმივად ვეუნებოდი, რომ არ იცრუოს და, როგორც იქნა გაიგო, მივიდა იქ, საიდანაც წამოვიდა. დღეს მე მგონი, აღარ ცრუობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ იყო მართული, მათგან მოვიდა და იქაც მივიდა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.