ბოლო სატრანსფერო დღეს ინგლისის საფეხბურთო კლუბებმა 200 მილიონი დახარჯეს. ამის შესახებ აუდიტორული კომპანია Deloitte იტყობინება. ჯამში სატრანსფერო სეზონზე კოლოსალური თანხა, 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა. ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ჩელსის შემადგენლობაში ბრაზილიელი დავიდ სილვას დაბრუნება და მარიო ბალოტელის ლივერპულიდან ფრანგულ ნიცაში გადასვლა გახდა. სატრანსფერო ხარჯების გაზრდის საშუალება ინგლისურ კლუბებს მას შემდეგ მიეცა, რაც ცნობილი გახდა, რომ სატელევიზიო კონტრაქტით პრემიერ-ლიგა 5 მილიონ გირვანქას მიიღებს. გასულ წელს ტრანსფერებში დახარჯული თანხა პრემიერ-ლიგაში 870 მილიონ გირვანქა სტერლინგს არ აღემატებოდა.