”რობერტ სტურუა სამჯერ ამოვიდა მაშინ ჩემთან და მეუბნებოდა, რომ იცოდე უსისხლოდ ამათ ვერ გაუშვებთო”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში 2012 წლის არჩევნების შეფასებისას.
”რობერტ სტურუა სამჯერ ამოვიდა მაშინ ჩემთან და მეუბნებოდა, რომ იცოდე უსისხლოდ ამათ ვერ გაუშვებთო. ბოლოში გაოცებული იყო, რა მოხდა და რა მოახერხეთო. გარწმუნებთ, რომ გუნდის ბევრმა წევრმა ჯერ კიდევ არ იცის და არ შეუფასებიათ რა მოხდა იმ არჩევნებში. ცოტა გვიან, დრო რომ გავა, 10 წლის შემდეგ მინდა კიდევ დამატებითი შეფასება გავაკეთო, როგორი მენეჯმენტი მოვახერხე და გავაკეთე. აგზნებულ გუნდს, ყველაფერზე წამსვლელ ”ნაციონალურ მოძრაობას” არ მივეცით ქვეყნის დანგრევის საშუალება. ბოლოს ცდილობდნენ იმის გაფორმებას, თითქოს ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარეს. კი არ გადააბარეს, გადავაბარებინეთ და მეტი გზა არ დავუტოვეთ. ეს იყო სწორედ ხელოვნება. მე მონაწილე და ლიდერი ვიყავი ამ პროცესებში და ეს მაძლევს უფლებას ამომრჩეველს შევახსენო, რომ მე კარგი როლი ვითამაშე და ესეც უმატებს ჩემს სიტყვებს ფასს”, -განაცხადა ბიძინა