1-3 სექტემბერს, გურიაში შავი ზღვის პირველი საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, იტალიის, შვეიცარიისა და თურქეთის ანსამბლები. სამი დღის განმავლობაში, ქართველ და უცხოელ მაყურებელს 4 ქვეყნის 24 ფოლკლორული ანსამბლის 400-მდე მონაწილე ხალხურ შემოქმედებას გააცნობს.
1 და 2 სექტემბერს, ქართულ და უცხოურ ფოლკლორულ ანსამბლებს ოზურგეთი უმასპინძლებს; დასკვნითი გალა - კონცერტი კი, 3 სექტემბერს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში - „Black Sea Arena” გაიმართება.
შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ასევე „Black Sea Arena” -ს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.