საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, სევდია უგრეხელიძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილი 2012 წლამდეც ისევე აქტიურობდა, როგორც დღეს.
საკრებულოს დეპუტატი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მას არ ახსოვს გიგი უგულავას მერობის დროს, 2012 წლამდე, ალეკო ელისაშვილს დედაქალაქში არსებული პრობლემები გაეპროტესტებინა.
”საკრებულოში ყოფნის დროსაც და ვიცე-მერობის პერიოდშიც, ალეკო ელისაშვილი, როგორც ჟურნალისტი ყველა დებატებში კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა, ჩვენ მას ვედავებოდით, რომ მხარედ გამოდის და ეს დაუშვებელია. ასევე შემიძლია ვთქვა „პარტიზან მებააღეებზე“, რომლებიც ზუსტად ისეთივე ლექსიკით, ისეთივე თავგამეტებით იცავდნენ, ზოგ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელ პოზიციებს. ამიტომ სასაცილოა, რომ რაღაც შემუშავებული მესიჯით ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში ადანაშაულებენ ისეთ ადამიანებს, ვისთან ალიანსიც არც ერთ მხარეს არ სურს”, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.