ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს საფრანგეთი უმასპინძლებს. ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ცოტა ხნის წინ ჟენევაში განაცხადა.
ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთის 11 შემდეგ ქალაქში ჩატარდება: ჟირონდა, ლანსი, ლილი, ნანსი, ლიონი, ნიცა, მარსელი, პარიზი, სენტ-ეტიენი, სტრასბურგი, ტულუზა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა თურქეთსა და იტალიასაც სურდათ, თუმცა კონკურსში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილმა პროგრამამ გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ორგზის, ხოლო მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონია.
როგორც ცნობილია, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი პოლონეთსა და უკრაინაში ტარდება.