26-27 მაისს ბულგარეთის ქალაქმა ვარნამ დიდებსა და ახალგაზრდებს შორის სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ევროპირველობაზე როგორც პირადი, ასევე გუნდური შეჯიბრი გაიმართა. საქართველოს ნაკრები ვარნაში სამი სუმოისტით იყო წადგენილი.
დიდებში ზაზა ბალაშვილი (მძიმე) მესამე ადგილზე გავიდა, მის მსგავსად ავთანდილ ცერცვაძემაც (აბსოლუტური) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ახალგაზრდებში ადამ ოქრუაშვილი (მძიმე) ევროპის ჩემპიონი გახდა. ზაზა ბალაშვილი (მძიმე) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ახლგაზრდებს შორის გამართულ გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა. ქართველმა სუმოისტებმა ფინალი პოლონელ სპორტსმენებთან წააგეს. ვარნაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი თენგიზ რუხაძე იყო.