ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში, ნანი ბრეგვაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ეკა მამალაძემ, ნატალია ქუთათელაძემ, საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა - კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა
საიუბილეო საღამოზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ეწვია, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა.