დღეს, 20 აგვისტოს, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ნანი ბრეგვაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რითაც მომღერლის საიუბილეო წელი დაიწყება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, საქართველოს ეროვნული სიფმონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. მუსიკალური პროდიუსერი გახლავთ მარინა ბერიძე.
საიუბილეო საღამოს დასასწარებად საქართევლოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ეწვევა, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული უკრაინელი ბარიტონი ვიტალი ბილი, ცნობილი ვარსკვლავი, უკარაინელი სოპრანო ნატალია ტუმჩენკო, რუსი დრამატული ტენორი ვლადიმერ გალოუზინე, თამარ ივერი, მზია ნიორაძე, ბალერინა თათა ჯაში და სხვა უცოხეთიდან ჩამოსულუ სტუმრები .
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ტარდება.