აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული აჭარის დღე წარმატებით ჩატარდა კრაკოვში. პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქში ქართული ფოლკორი პოლონელი და უცხოელი ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა მაყურებლის წინაშე საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი სიმღერები შეასრულეს, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სტუმრებს შორის. ღონისძიების რამდენიმე სტუმარი თავადაც ეცადა ქართული სიმღერების შესრულებას ანამბლის წევრებთან ერთად.
ფოლკლორის გარდა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული სუფრის ტრადიციას გასცნობოდნენ, ქართული ცეკვების მასტერკლასსა და გათამაშებებში მიეღოთ მონაწილეობა, ასევე ინფორმაცია მიეღოთ ქართული ანბანის შესახებ და ქართულად წერის მასტერკლასში ჩართულიყვნენ. ღონისძიება კრაკოვის ერთ-ერთი ხალმრავალ ადგილას გაიმართა და მას ასობით ადამიანი ესწრებოდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის კრაკოვში გამართული „აჭარის დღე“ რიგით მეშვიდე ღონისძიებაა ვილნიუსის, ასტანას, თელ-ავივის, მინსკის, ვარშავასა და კლაიპედას შემდეგ. წლის ბოლომდე კი რეგიონის პოტეციური ტურისტებისთვის ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებას დეპარტამენტი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს.