21 აგვისტოს, ბათუმში, ჩოგბურთის კლუბში ნინო ქათამაძე დ INSIGHT წარმოგიდგენთ
ახალ ალბომს YELLOW, რომელიც ქათამაძის შემოქმედებაში რიგით მე-6 ალბომია. YELLOW თებერვლის ბოლოს ბერლინში ჩაიწერა, ხოლო მისი პრეზენტაცია შედგება ბათუმში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს: ნიკოლოზ რაჭველი, ეროვნულ სიმფონიურ
ორკესტრთან ერთად და ასევე ანსამბლი “შვიდკაცა“.
კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო ბილეთების რეალიზაცია შესაძლებელია ჩოგბურთის კლუბის სალაროებში და ასევე ონლაინ - www.tkt.ge-ზე.
ბილეთის ფასი 25 ლარიდან 70 ლარამდეა. ღონისძიება "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება.
ნინო ქათამაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტის შემდგომი დაგეგმილია წვეულება (after party). სპეციალურად მოწვეული სტუმარი DJ Paul Anderson ლონდონიდან შემოგვთავაზებს ნინოს ჰიტების რემიქსებს.