ხვალ, 28 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე და UEFA-ს ჰედტრიკის პროგრამების ხელმძღვანელი ჯოზეფ კლიმენტი ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირს დაესწრებიან.
საფეხბურთო ტურნირი "სკოლბურთი" მოსწავლეთა შორის საქართველოს მასშტაბით მეოთხე წელია ტარდება. წელს "სკოლბურთი" 7 მაისს დაიწყო და ტრადიციულად ბათუმში დასრულდება. მასში საქართველოს მასშტაბით 73 რაიონის 1150 სკოლაა ჩართული. გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე გაემგზავრება.
ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.