საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი შესძინა. 73 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ისრაელის წარმომადგენელი საგი მუკი იპონით დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილმა რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე პირველ შეხვედრაში კუბელი მიგელ ესტრადა იპონით დაამარცხა და შემდეგ ეტაპე გავიდა. მეორე შეხვედრაში კი შავდათუაშვილი შრილანკელ ძიუდოისტ შეხვდა და მეტოქე აქაც იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სამწუხაროდ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 1/4 ფინალში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ, იაპონელ ონო შოჰეისთან დამარცხდა და ნახევარფინალში გადასვლა ვეღარ შეძლო. თუმცა, 73 კგ. წონით კატეგორიის რეპეშაჟში შავდათუაშვილმა რუსი სპორტსმენი დენის იარცევი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.