უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება არაღიარებულ დონეცკისა და კუგანსკის რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან.
,,ბიბისის“ ინფორმაციით, სავჩენკომ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიტინგი გამართა, რომელშიც დატყვევებული უკრაინელების მშობლები და ახლობლები მონაწილეობდნენ.
ყოფილი ტყვე მიიჩნევს, რომ პოროშენკომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს სამხედრო ტყვეების გაცვლის მექანიზმი.
სავჩენკოს განცხადებით, პეტრე პოროშენკო საკუთარ თავს მოლაპარაკების მთავარ მონაწილეს უწოდებს, თუმცა არავითარი კონტაქტი არა აქვს არაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან.
,,პრეზიდენტს უკვე დიდი ხნის წინ უნდა შეემუშავებინა ადამიანების გაცვლის მექანიზმი.. ეს შეიძლება განხორციელდეს და არ უნდა ითქვას, რომ ეს შეუძლებელია. ეს არ არის რთული - არ არის რთული“, - თქვა დეპუტატამა და პრეზიდენტს ტყვეობაში მყოფ სამხედროთა ნათესავების წერილი გადასცა.