"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს, იმედს გამოთქვამს, რომ "შედეგი იქნება ის, რაც ისედაც ვიცით, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ".
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს ჩვენს სიმართლეში, იმიტომ, რომ ქართული მხარე არის მართალი.
„მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ სიმართლე დადგინდება, მაგრამ მთავარია ახლა ვიზრუნოთ იმაზე, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან. ამას სჭირდება სახალხო დიპლომატია, საერთო მომავლის დანახვა და ისეთი პოლიტიკური კლიმატის შექმნა ქვეყანაში, რომ მათ მოუნდეთ ჩვენთან ერთად სახელმწიფოს შენება“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.