სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად მილიონიანი აქცია გაიმართა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა რომ მხარს დაუჭერს სიკვდილით დასჯის შემოღებას, თუ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მან ამბოხების ორგანიზებაში კვლავ ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირი ფეტულა გიულენი დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ ქვეყანა მისი იდეოლოგიის მომხრეებისგან გაიწმინდება.
ხვალ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სანქტპეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. მოლაპარაკებების წინ მან ინტერვიუ მისცა რუსულ მედიას და განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ახალი ეტაპის დაწყებას ელის.