თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, მიმდინარეობს სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა .
მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„წინასწარი განზრახვით და გადაწყვეტილებებით უწყებაში არ მივსულვარ, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ რიგში გაიგებთ თქვენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს იზორიამ.
რაც შეეხება რეზერვის კონცეფციის საკითხს, თავდაცვის მინისტრის თქმით, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება 4-წლიანი მუშაობის გეგმაში, რომელიც ახლო მომავალში გამოქვეყნდება.