სირიის ქალაქ ალეპოში მეამბოხეებმა სამთავრობო ძალების ალყა გაარღვიეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან რამუსის რაიონზე კონტროლი აღადგინეს. ,,ბიბისი“ დამკვირვებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქის ამ ნაწილში ბოლო სამი დღის განმავლობაში არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა.
ასადის რეჟიმი ალეპოზე კონტროლის დაკარგვას არ ადასტურებს, თუმცა ვრცელდება ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ ზეიმობს მეამბიხეთა მხარდამჭერი მოსახლეობა რაიონზე კონტროლის აღდგენას.
რამუსის რაიონი ალეპოს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს. მასზე გადის ჰუმანიტარული დერეფანიც.