მარიხუანის კანფეტები გახდა 20-მდე ადამიანის მოწამვლის მიზეზი ოჰაიოს შტაშში გამართულ რეპ-ფესტივალზე. ამის შესახებ ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ადგილობრივი პილიცია იტყობინება.
მათი განმარტებით, EST 2016-ის ფესტივალზე 20-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. პოლიციის თანამშრომლების თქმით, ღონისძიების მიმდინარეობისას უცნობმა ადამიანმა ფერადი ტკბილეულით სავსე ამანათების დარიგება დაიწყო, რომლზეც ერთ-ერთი ცნობილი საკონდიტრო ბრენდის დასახელება იყო მითითებული.
თითოეულ ამანათში 20 კანფეტი იყო, რომელიც ტეტრაგიდროკანაბინოლის მაღალ დოზას შეიცავდა. აღნიშნულ ნივთიერებას ფსიქიკაზე ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია.
რიჩლენდის ოლქის კრიმინოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ტონი ტამბასკოს განმარტებით, მას აღნიშნული ნივთიერების ასეთი მაღალი კონცენტრაცია ამ დრომდე არ შეხვედრია. მომხადართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.