ვანესა მეი ქართველი მსმენელისთვის Black sea arena-ს არენაზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში უკრავდა. დაგეგმილ საკონცერტო პროგრამას არტისტმა ნახევარი საათით გადააჭარბა მას შემდეგ, რაც შოუთი აღფრთოვანებულმა მაყურებელმა სცენაზე დაბრუნება სთხოვა. რამდენიმე კომპოზიციის შესრულების შემდეგ ვანესა მეიმ დაგეგმილი სცენარი დაარღვია და მსმენელებთან ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტს 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის აიყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.