ტაილანდში კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. კონსტიტუცია სამხედრო ხუნტის მიერ არის შემუშავებული, რომელმაც ხელისუფლება ორი წლის წინ ჩაიგდო ხელში. მმართველმა ძალებმა ხმის მიცემის წინ აგიტაციის ჩატარება აკრძალეს. ,,ბიბისის” ინფორმაციით, მოსახლეობა აცხადებს, რომ დოკუმენტის შინაარსს კარგად არ იცნობს, რაც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში ხელს შეუშლის.
ტაილანდის ხელისუფლების განმარტებით, ახალი კონსტიტუცია ქვეყნისა და მმართველი ძალის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი დოკუმენტი შეიარაღებული ძალების ხელისუფლებას განამტკიცებს, მათ შორის სენატის წევრების დანიშვნის გზითაც, სადაც მანდატების ნაწილი სამხედრო მეთაურებისთვის იქნება განკუთვნილი.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრის პრაიუტ ჩან-ოჩას თქმით, მომავალ წელს არჩევნები დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით ჩატარდება.