9 აგვისტოს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გიორგი ლეონიძის გარდაცვალებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიება შპს ”არს”-ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ლეონიძის ოჯახის წევრები და შთამომავლები.
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმიდან წამოღებული კედლის მხატვრობის ფრაგმენტი (მწერლის სახლის ერთი ოთახი ლადო გუდიაშვილის მიერაა მოხატული), ასევე ფოტომასალა, რომელიც სახლ-მუზეუმში ლადო გუდიაშვილის მოხატული კედლების მდგომარეობას ასახავს.
ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული გიორგი ლეონიძის გამოცემები, მის შესახებ ლიტერატურა, ”ციფრულ ფოტომატიანეში” განთავსებული მწერლის ფოტოარქივი.