აშშ არ აპირებს თურქეთს გადასცეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეთჰულა გიულენი. The Wall Street Journal-ისინფორმაციით, გამოცემის ცნობით, ამერიკული და თურქული მხარე გიულენის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ანკარამ ამერიკელი მაღალჩინოსნები გიულენის ექსტრადირების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა.
თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს.