საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დიანა ფარქოსაძემ ეკონომიკის სამინისტროსა და პაპუაშვილს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბათუმში საცხოვრებელი სახლი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სიმბოლურ, 1000 ლარად გადაეცა, ბათილად არ ცნო.
როლანდ ბლადაძის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი ხელშეკრულებას არაკეთილსინდისიერს უწოდებს. მისი თქმით, პაპუაშვილმა იცოდა, რომ სახლი მესაკუთრე ბლადაძეს სახელმწიფომ უკანონოდ ჩამოართვა და სადაო იყო.
გადაწყვეტილების გამოცხადებას 2030news-ის ინფორმაციით, არ დასწრებია მოპასუხე მხარე, ეკონომიკის სამინისტროს და პაპუაშვილის წარმომადგენლები.
კაიკაციშვილმა კი მოსამართლე უკანონო ფადაწყვეტილებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.