თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე თავდაცვის უწყების სამხედრო ობიექტებიდან ინფორმაციის შესაძლო გაცემის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არცერთ საიდუმლო ბაზაზე. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების დარღვევას.
"ეს არის აბსურდული ბრალდება. ეს გავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე რამე საქმეზე ლაპარაკს, ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძნელია, თუმცა ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არცერთ საიდუმლო ბაზაზე და მეორე ბრალდება, რაც ჩემი მისამართით იყო, არის რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი. დანაშაულზე არ იყო საქმე, იყო გადაცდომაზე საქმე, ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ის ჩაიდინა. იყო სარეჟიმო წესების დარღვევა და ამ დარღვევაზე აგეს პასუხი," - აცხადებს მინდია ჯანელიძე.