ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ექს-პრეზიდენტის ყურმანაბეკ ბაკიევის დაკავებაში დახმარების თხოვნით ინტერპოლს მიმართა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" დროებითი მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილე აზიმბეკ ბეკნაზოროვზე დაყრდნობით იუწყება.
"ექს-პრეზიდენტის დაკავებაში დახმარებისთვის ინტერპოლს მივმართეთ. იმედი გვაქვს, ინტერპოლი მას დააკავებს", - განაცხადა ბაკნაზაროვმა და დასძინა, რომ ამ დროისთვის ექს-პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობია.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის თურქეთშია. ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ", - აღნიშნა ბეკნაზაროვმა.
ყირგიზეთში მასობრივი არეულობა 6 აპრილს დაიწყო, რის შემდეგაც ქვეყნის მმართველობა დროებითმა მთავრობამ აიღო ხელში, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუმბაევა ხელმძღვანელობს.
ექს-პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი თავს ბელორუსიას აფარებდა. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ბაკიევი დასასვენებლად თურქეთში გადავიდა.