საფრანგეთში, ლა მანის ციხეში, მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვდა და ციხის ორი თანამშრომელი მძევლად სწორედ ამიტომ აიყვანა.
სპეცოპერაცია ლა მანის ციხეში დილიდან მიმდინარეობდა. იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და არავინ დაშავებულა.