რეფერენდუმის ჩატარება ყოველთვის თანხებთან არის დაკავშირებული. თავისთავად ცხად საკითხზე კი თანხის ხარჯვა, არამგონია სწორი იყოს,- ასე გამოეხმაურა დავით სერგეენკო ქორწინების განსზაღვრასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, დაკანონებული ერთობა და ამას რეფერენდუმი არ სჭირდება.
"რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, დაკანონებული ერთობა. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს, ეს თავისთავად ცხადი რამ არის და ჩემთვის რეფერენდუმი არ სჭირდება. თუცმა არსებობს კანონი, რომ რაღაც რაოდენობაზე ხელმოწერა თუ დაგროვდება, პრეზიდენტის და პრემიერის გადასაწყვეტია რეფერენდუმის ჩატარება. რეფერენდუმის ჩატარება ყოველთვის თანხებთან არის დაკავშირებული. თავისთავად ცხად საკითხზე კი თანხის ხარჯვა, არამგონია სწორი იყოს".- აღნიშნა სერგეენკომ.
შეგახსენებთთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პრეზიდენტს გადაუგზავნა.