ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის "დინამო" ზაგრების "დინამოსთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი მერვე წუთზე ხორვატიული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა მარკო როგიმ გაიტანა. დაძაბული მომენტრები მატჩის დროს ორივე კლუბის კართან რამდენჯერმე შეიქმნა.
თამაშის მიწურულს თბილისის დინამოელების გატანილი გოლი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდის შემდეგ თბილისის დინამო ევროპა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.