წარუმატებელი სამხედრო გადატრიალება თურქეთს 100 მილიარდი დოლარი დაუჯდა, - ამის შესახებ ,,ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრმა ბულენთ ტუფენქჩიმ განაცხადა.
ვეტმფრენები, თვითმფრინავები, იარაღი, შენობები: 300 მილიარდი ლირა (100 მილიარდი დოლარი) - განაცხადა ტუფენჩქიმ ამბოხის ღამეზე საუბრისას. მისი ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ თურქეთში მუშაობაზე უარი თქვა. მომხდარმა მოვლენებმა ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა პოტენციურ უცხოელ ინვესტორებზე.
„პუტჩის მონაწილეებმა თურქეთი მესამე სამყაროს ქვეყნად აქციეს“, - განაცხადა მინისტრმა.
ბულენთ ტუფენქჩიმ აქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადახედვას არ საჭიროებს.