სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქსიანი აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში შექმნის „ეროვნული თანხმობის“ მთავრობას. - თუმცა, ,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აქვე აცხადებს, რომ ეს მთავრობა არ მოიცავს „ტერორისტებს და მათ დამცველებს“.
სარქისიანმა იგულისხმა შეიარაღებული ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც ორკვირიანი კრიზისის ბოლოს პოლიციას ჩაბარდა. 1 აგვისტოს 1000-ზე მეტი პირი გავიდა ერევნის ქუჩებში 20 შეიარაღებული პირის მხარდასაჭერად - პირების, რომლებიც გასული კვირის ბოლოს დააპატიმრეს. შეიარაღებულ პირებს პოლიციის სადგური ჰქონდათ დაკავებული, კონფრონტაციას ემსხვერპლა ორი პოლიციელი. ახალი, უფრო ჰარმონიული მთავრობის ფორმირების დაპირებით გამოსვლისას, სარქისიანმა 1 აგვისტოს პირობა დადო, რომ ამ მთავრობაში არ შევლენ „ტერორისტები და მათი დამცველები“. ამ სიტყვებს პოლიცია იყენებდა შეიარაღებული პირების დაპატიმრებისას. შეიარაღებული დაჯგუფების მოთხოვნებს შორის პრეზიდენტის გადადგომაც იყო.