ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ კახიძის განცხადებით ხელისუფლება წარმატებულად ახორციელებს ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლეზე. კახიძე მიიიჩნევს, რომ, ხელისუფლების მიზანი საქმეების გაჭიანურებაა დაუსრულებელი ვადით, რაშიც მას მოსამართლეების ნაწილი ეხმარება.
„ხელისუფლების მიზანია, რომ მოხდეს „რუსთავი2“-ის და პოლიტპატიმრების საქმეების გაჭიანურება დაუსრულებელი ვადით, ამაში ეხმარება მათ მოსამართლეების ის ნაწილი, რომელიც ითხოვს აბსოლუტურად გაუმართლებლად, რომ პროკურატურას გადაეცეს იმის უფლება, თუ როდის დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეების განხილვა. ეს არის პრაქტიკულად ქმედუუნაროდ გამოცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მხრიდან, საკუთარი კომპეტენციის და ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ეს ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ახორციელებს წარმატებულ ზეწოლას რამდენიმე მოსამართლეზე“,-განაცხადა კახიძემ.
გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შესაძლოა გადაიდოს. რამდენიმე მოსამართლე უარს ამბობს დაესწროს დღევანდელ პროცესს.