კომპანია Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა ახალი მთავარი სამოქმედო გეგმა სახელწოდებით Part Deux-ი წარმოადგინა. ეს მეორე გეგმაა პირველის გამოქვეყნებიდან ათი წლის შემდეგ. დოკუმენტში შესრულია მრავალი დაუჯერებელი პროექტის განხორციელება, თუმცა მათ შორის ყველაზე ამაღელვებელია თვითმავალი სატვირთო მანქანისა და ავტობუსის შექმნა.
მასკის მიერ წარმოდგენილი გეგმის ძირითადი პრიორიტეტები:
■ მზის ენერგიაზე მომუშავე სახურავების შექმნა შიგ ჩამონტაჟებული შემნახველი ბატარეებით.
■ ელექტრო-სატრანსპორტო პროდუქციის გაფართოება ყველა ძირითად სეგმენტში
■ თვითმავალი შესაძლებლობების შექმნა, რაც ათჯერ უფრო საიმედო იქნება ხელით მართულზე
■ თქვენი მანქანისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მან გამოიმუშაოს ფული მაშინ, როცა თქვენ მას არ იყენებთ.
Tesla მუშაობს მძიმე სატვირთო მანქანებსა და მგზავრთა მაღალი ტევადობის მქონე საქალაქო ტრანსპორტზე. პროცესი ჯერ ადრეულ ეტაპზეა და შესაძლოა მან დღის სინათლე მომავალ წელს იხილოს.
ელონ მასკი პროექტის დეტალებს ჯერჯერობით არ ამხელს, თუმცა Tesla ამჟამად ერთადერთი კომპანიაა, რომელიც თვითმავალი ავტობუსების შექმნაზე მუშაობს.