მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი, - ასეთი კომენტარი გააკეთა თთავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნაზე ყუწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს ტავდაცვის ექს-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლევან იზორიას შერჩევისას შეცდომა დაუშვა.
“მე ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის სამინსიტრო არის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი უწყება. ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი უფრო ყველაზე პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია, როგორც საგარეო ურთიერთობებში ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს სამხედრო, მაგალითად. ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის, ქვეყნის შიგნით, როდესაც ჯერ ალასანია სამოქალაქო პოლიტიკოსი, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. არ ვიცი ეს რა მიზანს ემსახურება, მე შემიძლია გითხრათ ცალსახად, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსნებთ, რომ თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტი გასულ კვირას, 29 ივლისს დატოვა.